суббота, 16 марта 2019 г.


სასწავლო პროექტის გამოყენება საგაკვეთილო პროცესში და მისი ეფექტურობა



სახელი : ინგა

გვარი:   მამულაძე

რაიონი/რეგიონი :  აჭარა,ხელვაჩაური

ელექტრონული მისამართი: wulukidze@gmail.com

ტელეფონის ნომერი:  579999639

სკოლა: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის #2 საჯარო სკოლა
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა



შესავალი
       ადამიანს წარმატებისათვის მხოლოდ თეორიული ცოდნა არ ყოფნის, ის უნდა ფლობდეს ისეთ უნარებს, როგორიცაა: პრობლემის დამოუკიდებლად  დანახვა, მისი გადაჭრის გზების ძიება, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება და 21_ე საუკუნისათვის აუცილებელი საჭირო უნარების ფლობა, შესაბამისად, სწავლა უნდა ემსახურებოდეს ამ უნარების ფორმირებას, პროექტებით სწავლება-კი ყველაზე უკეთ ეხმარება მოსწავლეებს 21-ე საუკუნისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში.
            პედაგოგად მრავალწლიანი მუშაობისას ვხედავ, რომ მოსწავლეების დიდი ნაწილი სირთულეებს აწყდება ძველი ქართული ლიტერატურის შესწავლისას. მათ უჭირთ  არქაული სტილის გაგება და გააზრება,რომელიც ძველ ქართულ  ლიტერატურულ ნაწარმოებებს ახასიათებს. ამგვარი სირთულეების გამო, მოსწავლეების დაინტერესება და მოტივაცია სწავლის მიმართ ნაკლებია.
           მსგავს სირთულეებს ყოველწლიურად ვაწყდებოდი. წელსაც მეათე კლასში, ძველი ქართული ლიტერატურის,  კერძოდ  ,,გრიგოლ ხანძთელი ცხოვრების'' შესწავლისას კიდევ ერთხელ წავაწყდი ამ პრობლემას. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე,  ცოტათი მაინც შემეცვალა სწავლბის მეთოდი, მათი დახმარებით შევეცადე ნაწარმოები  გასაგები და მარტივად აღსაქმელი გამეხადა. სწავლების პროცესში უფრო მეტი პრაქტიკული აქტივობები ჩამერთო და საგაკვეთლო პროცესი გამემრავალფეროვნებინა. ტრადიციულად სკოლაში მოსწავლეებს სასწავლო მასალა მიეწოდებათ ვერბალური ინფორმაციის სახით. ცხოვრებაში კი მის წინაშე დადგება ამ ცოდნის პრაქტიკული, გააზრებული გამოყენების ამოცანა. პრაქტიკით ნასწავლი უკეთესად ამახსოვრდება ბავშვს. [1]
მეთოდები და პროცესის მოკლე აღწერა:
         მოსწავლეებთან ერთად დავიწყე პროექტზე მუშაობა, რომლის ძირითადი მიზანიც იყო მოსწავლეების საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა და მათში ინტერესის გაზრდა.
ნაწარმოების- ,,ცხოვრება გრიგოლ ხანძთელისა’’ მიმართ. პროექტის ამოცანებად[2] დავსახეთ :
1) მოსწავლეთა ჩართულობისა და ინტერესის ზრდა საგაკვეთილო პროცესში;
2) გრიგოლ ხანძთელის-ნაწარმოების სწავლების გამარტივება;
3)მოსწავლეებში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისადმი პატივისცემისა და პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლება;
4) მათში პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავება;
შესაბამისად ჩამოვაყალიბეთ აქტივობები, რომლების საშუალებითაც მივაღწევთ კონკრეტულ ამოცანებს. კლასი დავყავით ჯგუფებად და გადავანაწილეთ ფუნქცია-მოვალეობები, მათთვის სასურველი და მარტივად შესასრულებელი სამუშაოები, მათი შესაძლებლობებიდან გამომდინარე. პროექტის ფარგელებში გადავწყვიტეთ შეგვექმნა:
 სასწავლო რესურსები: (ლექსიკონი, პოსტერი, კომიქსები, ელ. წიგნი, ასევე ბუკლეტი, და ბოლოს გამოვუშვათ კედლის გაზეთი. ) რაც დაეხმარებათ არამარტო მეათე კლასის მოსწავლეებს ამ ნაწარმოების შესწავლაში, არამედ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს და მომავალში ხელს შეუწყობს სხვა მოსწავლეებს ამ თემის სწავლებაში.
      ჩემთვის, როგორც საგნის მასწავლებლისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მოსწავლეების ჩართულობა პროექტში, რადგან მათი ჩართულობის გარეშე საერთოდ არ ექნებოდა მნიშვნელობა არცერთ აქტივობას. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მოსწავლეების ჩართულობა საკმაოდ მაღალი იყო, რადგან მათ თავად გამოიჩინეს შეგვექმნა ნაწარმოებში გამოყენებული უცხო სიტყვათა ლექსიკონი; თვალსაჩინო მასალები: პოსტერი, რომელზეც გამოსახული იქნება საქართველოს ისტორიული რუკა მასზე დატანილი გრიგოლ ხანძთელის მიერ აშენებული ეკლესია-მონასტრებით, ინტენერტიდან ამოკრეფილი ფოტოები და მცირე ანოტაციები მათ შესახებ; მოსწავლემ, რომელსაც კარგად ეხერხება ხატვა გადაწყვიტა თემატური კომიქსების შედგენა; დავგეგმეთ ასევე ელექტრონული წიგნის შექმნა: „გრიგოლ ხანძთელი უდაბნოთა ქალამყოფელი“, რომელიც ძირითადად ილუსტრირებული იქნება და თვალსაჩინოების ფუნქციას შეასრულებს. ასევე კედლის გაზეთის გამოშვება სათაურით: ,,ვარსკვლავი უდაბნოთა’’.
     რამაც გამოიწვია  მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ჩართულობის მაღალი დონე საგაკვეთილო პროცესში, შედეგად ნაწარმოების ტექსტზე მუშაობაც უადვილდებოდათ. ნაწარმოების დასრულების შემდეგ ჩავატარებთ პროქტის ბოლო აქტივობა,  ვიქტორინა, მასში ყველა მოსწავლეს სურს მონაწილეობის მიღება.
     ეტაპობრივად ვაწარმოებ  შუალედურ მონიტორინგს და ვაკვირდები ჯგუფებს  სხვადასხვა თვალსაზრისით: როგორიმოსწავლეთა ჩართულობა პროექტში, მათი მოტივაცია პროექტის დასაწყისში და მსვლელობისას.
          სწავლების სხვადასხვა მეთოდმა მომცა საშუალება, რომ საგაკვეთილო პროცესი მხოლოდ წარმატებული მოსწავლეების ჩართვით არ ამოწურულიყო, კლასში მოსწავლეთა  მაქსიმალური რაოდენობა გააქტიურდა. ინტერაქტიული სწავლების ეს მეთოდი დამეხმარა, რომ  მოსწავლე ცოდნის პასიური მიმღებიდან  შესასწავლი მოვლენების ცენტრში აღმოჩენილიყო.  პროექტზე მუშაობის პროცესმა მოტივაცია არამარტო მოსწავლეებს არამედ მეც ამიმაღლა. მაქვს ახალი იდეები,ახალი შემართება და მაღალი მოტივაცია, რაც ჩემი მოსწავლეების უშრეტი ენერგიის დამსახურებაა.
    როგორც ვიცით პროექტი, როგორც მეთოდი განათლების სფეროში მე-20 საუკუნის დასაწყისში გახდა აქტუალური. პროექტით სწავლება პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია.[3]  მინდა აღვნიშნო, რომ მე ეს მეთოდი საკმაოდ დამეხმარა პრობლემის მოგვარებაში, რასაც მანამდე ვაწყდებოდი და გადაულახავ რობლემად მიმაჩნდა, ჩემთვი, როგორც რიგითი მასწავლებლისათვის საკმაოდ საინტერესო იყო ამ მეთოდი მოსინჯვა საგაკვეთილო პროცესში, რადგან ეს არ დასრულებულა მხოლოდ ერთ გაკვეთილზე, ეს იყო სისტემური მუშაობის პროცესი, რომელში როგორც მოსწავლეები მეც ბევრ სიახლეს ვითვისებდი და მათთან ერთად ვსწავლობდი. ჩემთვის ეს კიდევ ერთი სტიმულია იმისა, რომ ტრადიციული საგაკვეთილო პროცესიდან ნელნელა სიახლეებზე უნდა გადავიდეთ და მოსწავლეებს სწავლების უფრო თანამედროვე და პრაქტიკული მეთოდები უნდა შევთავაზოთ, რაც ხელს უწყობს მათ დაინტერესებას არამარტო სასწავლო მასალით, არამედ ზრდის მათში სხვა უნარებსაც, როგორიცაა კომპიუტერული უნარ-ჩვევების განვითარება, სიახლეებისათვის მზაობა და შრომისმოყვარეობა. ამ პროცესში მოსწავლეები აქტიურობდნენ, მიმართავდნენ თვითგანათლებას, ეძებდნენ საჭირო ინფორმაციას (წიგნებს, გამოკვლევებს, ანგარიშებს, ელექტრონულ ინფორმაციას, რუკებს) და ა.შ[4]. მოსწავლეები, რომელთა დაინტერესება საგაკვეთილო პროცესით მანამდე შეუძლებელი იყო, ახალ ცოდნას იძენენ და მათთვის მხოლოდ საგაკვეთილო თემა კიარა მნიშვნელოვანი ხდება პროექტი, რომელმაც ძალიან ბევრი რამ ასწავლა მათ.
გამოყენებული ლიტერატურა
1.       საყვარელიძე რამაზ. ინტერაქტიური სწავლება და მისი ფსიქოლოგიური საფუძვლები / რამაზ საყვარელიძე; მხატვ.-დიზ. ბუბა ოჩიაური; [ნორვეგიის ლტოლვ. საბჭო, შვედეთის განვით. საერთაშორ. სააგენტო] - თბ.: სიესტა, 2004





[1] საყვარელიძე რამაზ. ინტერაქტიური სწავლება და მისი ფსიქოლოგიური საფუძვლები / რამაზ საყვარელიძე; მხატვ.-დიზ. ბუბა ოჩიაური; [ნორვეგიის ლტოლვ. საბჭო, შვედეთის განვით. საერთაშორ. სააგენტო] - თბ.: სიესტა, 2004

Комментариев нет:

Отправить комментарий