воскресенье, 26 ноября 2017 г.

11 კლასი

სადამრიგებლო პროგრამა
XI-კლასი
2017-2018 სასწავლო წელი
დამრიგებელი სასკოლო ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ფიგურაა, ჩემი მოვალეობაა სხვადასხვა საგნის მასწავლებლებთან ერთად მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა და გაცდენა-დაგვიანების აღრიცხვა, მშობლებისათვის შვილის ყოფაქცევისა და აკადემიური მოსწრების გაცნობა, პრობლემის წამოჭრის შემთხვევაში მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს შორის შუამავლობა, მოსწავლის დახმარება აკადემიური თუ სხვა პრობლემის გადაჭრაში, სასკოლო ზეიმებსა და ექსკურსიების ორგანიზებაში  მონაწილეობა და სადამრიგებლო  კლასთან კლასსაათის ჩატარება.
დამრიგებლის მოვალეობიდან გამომდინარე ყველაზე ხშირი და ახლო ურთიერთობა მაქვს  სადამრიგებლო კლასის მოსწავლეებთან, ამიტომ, შევეცდები ვიყო მათი არამარტო აღმზრდელი, არამედ მრჩეველიც.
შევიმუშავებ სადამრიგებლო საათის გეგმას, რომელიც ეყრდნობა შემდეგ პრინციპებს:
1.აღზრდის მთლიანობა- პიროვნების განვითარება, ფიზიკური , ფსიქიკური, სოციალური და სულიერი კუთხით არის აუცილებელი. სააღმზრდელო მუშაობის მთავარი მიზანი ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანსაღი მოქალაქის აღზრდაა.
2.შემოქმედი, აქტიური პიროვნების აღზრდა-ყველა ბავშვი უნიკალურია, მოსწავლეები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან, ამოტომ საჭიროა მათი სუსტი დაძლიერი მხარეების აღმოჩენა, ნიჭისა და შესაძლებლობის გამოვლენისთვის პირობების შექმნა.
3.მოსწავლეთა ჩართილობა და მონაწილეობა-მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და ვადლებულებების გრძნობის განვითარება აუცილებელია.საკლასო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი აქტივობების(ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები) დაგეგმვისას დამრიგებელმა მოსწავლეტა ჩართულობა უნდა უზრუნველყოს. მაქსიმალურად უნდა მოხდეს მათი ინტერესების გათვალისწინება, ამგვარი ჩართულობა მოსწავლეებს დამოუკიდებელ ცხოვრებაში წამოჭრილი სირთულეების მოგვარების უნარებს გამოუმუშავებს.
4.თანამშრომლობის პრინციპი-დამრიგებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან უნდა ეყრდნობოდეს თანამშრომლობას ურთიერთპატივისცემას და ნდობას.
5.ბავშვის უფლებებისა და მოვალეობების დაცვისა პრინციპი-დამრიგებელმა მოსწავლეებს ხელი უნდა შეუწყოს საკუთარი  და სხვისი უფლებების და მოვალეობების გაცნობიერებასა და დაცვაში.
ზოგადად სადამრიგებლო საათის პროგრამის მიმართულებებია:
ა)პიროვნული და მორალური განვითარება.
ბ)გარემოსდაცვითი კულტურის განვითარება.
გ)ცხოვრების  ჯანსაღი წესი.
დ)უსაფრთხო და ძალადობისაგან თავისუფალი სკოლის პოპულარიზაცია.
ე)მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერების ამაღლება.
ვ)თვალსაწიერის გაფართოვება.
ორგანიზაციული საკითხები:
1.მოსწავლეთა სიის დაზუსტება
2.კლასის ყველა მოსწავლის სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა.
3.სახელმძღვანელოების მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება.
4.სკოლის შინაგანაწესის და ქცევის კოდექსის გაცნობა მოსწავლეებსა და მათ მშობლებზე და ხელშეკრულების გაფორმება მათი შესრულებისთვის და დაცვისთვის.
5.მოსწავლეთა მორიგეობის დაწესება და გაკვეთილების ცხრილის გაცნობა.
6.საკლასო ჟურნალის წარმოება, მოსწავლეთა დოკუმენტაციის მოწესრიგება.
7.მშობლებთან შეხვედრების ორგანიზება და მშობელთა  დაინტერესება სასკოლო ცხოვრებით, ინდივიდუალური შეხვედრები მშობლებთან.
8.კლასის აქტივის არჩევა და მოვალეობების გადანაწილება.
9.მოსწავლეთა საყოფაცხოვრებო პირობების შესწავლა.
10.მოსწავლეთა დაცდენა - დაგვიანების კონტროლი და მათი გამომწვევი მიზეზის დადგენა.
11.მუშაობა  ძნელად აღსაზრდელებთან (ჯგუფთან, ინდივიდუალურად, ბინაზე მისვლა, მშობლის გამოძახება სკოლაში.
12.თანამშრომლობა საგნის მასწავლებლებთან, მშობლებთან, ფსიქოლოგთან და სხვა.
13.მუშაობა მოსწავლეებთან მთელი წლის განმავლობაში(იდივიდუალურად, ჯგუფურად, კლასთან ერთად)
14.იდივიდუალურად მუშაობა სუსტ მოსწავლეებთან.
15.ბრძოლა გაცდენებისა და სხვა მავნე ჩვევების წინააღმდეგ.
16.ასაკობრივი პრობლემები და მათი დაძლევის გზები(საუბრები პერიოდულად)
17.აკადემიურ მოსწრებაზე თვალყურის დევნება.
18.სასტესტაციო გამოცდებისათვის მზადება.

კლასის ხელმძღვანელი:  ი.მამულაძე


Комментариев нет:

Отправить комментарий